დღეს ინტელის ტრენინგის დასასრულია,მეცხრე დღეა,თან მიხარია, თან გული მწყდება რომ ვამთავრებთ, რადგან თითოეული შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ბევრის მომცემი.დღეს თითოელმა ჩვენგანმა წარმოადგინა პროექტის პორთფოლიო, ყურადღებით მოვისმინეთ და განვიხილეთ პრეზენტაცია,მოვირგეთ ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტი.რომელიც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.პროექტის შესახებ თურმე ზედაპირული ცოდნა მქონია, მაგრამ ტრენინგების წყალობით შევისწავლე, ვფიქრობ, კარგად.გავიგე რომ პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების საკვანძო კითხვებით,დავამუშავო შეფასების რუბრიკები, გავუწიო ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს.მიგებული ცოდნით ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.
და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა გვანცა სალიას გაწეული შრომისათვის. მომავალში თქვენი იმედი მაქვს დახმარებისათვის. გვიყვარხარ ძალიან!
No comments:
Post a Comment