დღეს ინტელის ტრენინგის დასასრულია,მეცხრე დღეა,თან მიხარია, თან გული მწყდება რომ ვამთავრებთ, რადგან თითოეული შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ბევრის მომცემი.დღეს თითოელმა ჩვენგანმა წარმოადგინა პროექტის პორთფოლიო, ყურადღებით მოვისმინეთ და განვიხილეთ პრეზენტაცია,მოვირგეთ ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტი.რომელიც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.პროექტის შესახებ თურმე ზედაპირული ცოდნა მქონია, მაგრამ ტრენინგების წყალობით შევისწავლე, ვფიქრობ, კარგად.გავიგე რომ პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების საკვანძო კითხვებით,დავამუშავო შეფასების რუბრიკები, გავუწიო ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს.მიგებული ცოდნით ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.
და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა გვანცა სალიას გაწეული შრომისათვის. მომავალში თქვენი იმედი მაქვს დახმარებისათვის. გვიყვარხარ ძალიან!
Saturday, July 11, 2015
Monday, July 6, 2015
დღე მეშვიდე
როგორ დავიღალეეეეე!გავაკეთე პრეზენტაცია, სადაც იყო შენიშვნები, რჩევები .გავითვალისწინებ და ყველაფერს კარგად გავაკეთებ.ვისწავლე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,ბლუმისა და გარდნერის მატრიცა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,რომელიც დაგვეხმარება საპროექტო გაკვეთილების დაგეგმვაში.
Saturday, July 4, 2015
დღე მეექვსე
საინტერესო დღე მქონდა, განვიხილეთ თითოელი მსმენელის სლაიდი, პრეზენტაციაში იყო შესწორებები, რჩევები.,რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, ასევე გავეცანი და განვიხილე რამდენიმე საპროექტო გეგმის ნიმუში, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები, რომელსაც მოვარგებ ჩემს საპროექტო გეგმებს.
Wednesday, July 1, 2015
დღე მეხუთე
ვაიმეეეეეეეე,ამერია ყველაფერი, ვინერვიულე კიდეც, მაგრამ არაუშავს. ვფიქრობ დავალაგებ.ძალიან შრომატევადი იყო დღევანდელი დღე,თუმცანაყოფიერი, მეგონა ვიცოდი სლაიდ-შოუს კეთება ,მაგრამ აღმჩნდა რომ ძალიან ცოტა მცოდნია.ეს ტრენინგები დამეხმარება და უკეთესად მეცოდინება.
Subscribe to:
Posts (Atom)